ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. 57 კგ. წონით კატეგორიაში 25 წლის მოჭიდავემ ფინალური შეხვედრა მოიგო და ოქროს მედალი მოიპოვა.
ხენჩეგაშვილის მეტოქე იაპონელი რეი ჰიგუჩი იყო, რომელიც ქართველმა დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.
ფინალამდე ქართველმა მოჭიდავემ 3 შეხვედრა მოიგო. მერვედფინალში ყაზახი ნურისლამ სანაევი დაამარცხა, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს მოუგო, ხავერაფინალში კი ბულგარელ ვლადიმერ დუბოვს სძლია.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე 6 მედალია - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო
RUSTAVI2.COM