ოლიმპიური თამაშები უძველესი დროიდან თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კომპლექსურ სპორტულ შეჯიბრებად ითვლება, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოში, ქვეყნებს შორის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებას, მშვიდობასა და პროგრესს.
ოლიმპიადის დამფუძნებელმა, პიერ დე კუბერტენმა ქვეყნებს შორის, კომფლიქტებისა და მტრობის მოგვარების საუკეთესო საშუალებად სპორტული შეჯიბრებები მიიჩნია.
თანამედროვე ოლიმპიური თამაშები შთაგონებულია უძველესი ოლიმიადისგან, რომელიც რომის იმპერიაში 1200 წლამდე იმართებოდა, მანამ, სანამ რომის იმპერატორმა ოლიმპიური თამაშები არ აკრძალა.
მას შემდეგ, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობებში კონფლიქტებმა და ომებმა იმატა, პიერ დე კუბერტენტს დაებადა იდეა, რომ ამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა, ქვეყნებს შორის ე.წ. მეგობრობის ხიდის აშენება იქნებოდა და აუცილებელი იყო ოლიმპიური თამაშების თავიდან დაბადება. 1890 წელს, მან ჩამოაყალიბა მსოფლიო ათლეტების კავშირი. რის შემდეგაც საკუთარი იდეის ფარგლებში, მოლაპარაკება დაიწყო სხვა ქვეყნებთანაც. პირველად მის იდეას მხარი 9 ქვეყნის დელეგაციამ დაუჭირა.
პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები 1896 წელს, ოლიმპიადის სამშობლოდ წოდებულ ქვეყანაში, ათენში გაიმართა. პიერ დე კუბერტენის მიერ ჩამოყალიბებულ მსოფლიო ათლეტების კავშირს, წლიდან-წლამდე სხვა ქვეყნებიც ემატებოდნენ, რამაც ქვეყნებს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობები უფრო გაზადა და დღეს ეს კომიტეტი, „საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტის“ სახელითაა ცნობილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოლიმპიადის ფენიქსირებამ, ქვეყნებს შორის კონფლიქტები მნიშვნელოვნად შეამცირა, რადგან ყველა ქვეყანას ვისაც ლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება სურდა - სხვა ქვეყნებთან მეგორბული ურთიერთობის დამყარების ვალდებულება ეკისრებოდა.