ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაციისთვის ეს უკვე მეორე მედალია. შეგახსენებთ, რომ მანამდე ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მოპოვება შეძლო.
11 აგვისტოს ძიუდოისტებიდან საქართველოს ღირსებას ბექა ღვინიაშვილი დაიცავს.
ქართული გამოცემა worldsport.ge-ს სპეციალურმა კორესპონდენტმა დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ვარლამ ლიპარტელიანთან გასაუბრება მოახერხა. ფინალში დამარცხების შემდეგ ქართველი ძიუდოისტი ძალიან გულდაწყვეტილი იყო.
"ძალიან მინდოდა ოლიმპიური ჩემპიონობა. ეს იყო მიზანი, რომლის მისაღწევადაც ყველაფერი ჩავდე. ძალიან ბევრი ვიშრომე, ვიწვალე და მედალიც მოვიპოვე, მაგრამ ეს არაა ის, რისთვისაც ვიბრძოდი. ვხედავდი რა დღეში იყო ავთანდილ ჭრიკიშვილი გუშინდელი წარუმატებლობის შემდეგ და კიდევ უფრო მეტად მინდოდა ჩემი გამარჯვებით მისთვის ტკივილი ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა. მინდა ბიჭებს, რომლებმაც ხვალ და ზეგ უნდა იჭიდაონ, წარმატება ვუსურვო," - განაცხადა ლიპარტელიანმა.