რიო 2016-ის გუშინდელი დღე, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ქართველი ძიუდოისტისთვის, ლაშა შავდათუაშვილისთვის აღმოჩნდა. მას მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ თამაშებზე, 8 აგვისტოს, რუს ძიუდოისტთან, დენის იარცევთან შეჭიდება მოუწია და მისი დამარცხება შეძლო.
შთამბეჭდავი იყო ლაშას ჟესტი, როდესაც ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა.
როგორც შავდათუაშვილმა აღნიშნა, მისთვის ეს შეხვედრა ძალიან რთული იყო.
"დღეს ისეთი დღე იყო, ვფიქრობდი, რომ უფლება არ მქოდა ეს შეხვედრა წამეგო. ცოტას ვნერვიულობდი, იმიტომ, რომ 8 აგვისტო იყო და ჩვენი გმირების სახელით, უფლება არ მქონდა გავსულიყავი და ყველაფერი არ გამეკეთებინა, რათა მეჩვენებინა, რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერია და არ ვართ სუსტები", - განაცხადა შავდათუაშვილმა თამაშის შემდეგ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.