უცხოური პრესის ინფორმაციით, მესის და მამამისს ესპანეთის საგადასახადო ორგანომ ბრალად დასდო სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი 4.1 მილიონი ევროს თაღლითური გზით გადამალვა.
თუმცა, განაჩენი შესაძლოა გასაჩივრდეს და მამა-შვილი პატიმრობიდან სოლიდური ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლონ. სასამართლომ მესის გათავისუფლების სანაცვლოდ, 2 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა, ხოლო მის მამას 1.5 მილიონი ევროს გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ ვარსკვლავური ოჯახი ჯარიმას არ გადაიხდის, მათ ციხეში 2 წლის გატარება მოუწევთ.