საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ ახალ კლუბთან Golden State Warriors-თან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, სადაც ხელფასის სახით $2.9 მილიონ დოლარს მიიღებს. უცხოური პრესის ცნობით, ქართველი კალათბურთელი ენდრიუ ბოგუტის ჩაანაცვლებს.
32 წლის ქართველმა კალათბურთელმა გასული სეზონი "დალასში" გაატარა. "დალასის" დატოვების შემდეგ, ზაზა თავისუფალი აგენტი გახდა და მისით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. საბოლოოდ კი, მან Golden State აირჩია, რომელიც 2015-16 წლების სეზონში, NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც "კლივლენდთან" დამარცხდა.