ისლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთთან 5:2 დამარცხების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ფეხბურთელებს გულშემატკივრებმა ემოციური დახვედრა მოუწყვეს.
ერთ-ერთ მოედანზე შეკრების დროს კი, ტრადიციული რიტუალი შეასრულეს. Eurosport-ის შეფასებით, სწორედ ასე უნდა დახვდეთ ევროპის ჩემპიონატზე დამარცხებულ ნაკრებს.
ქვეყანა, სადაც 330 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მხოლოდ 100 პროფესიონალი ფეხბურთელი თამაშობს ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი იყო. ისლანდიელებმა ჯგუფიდან გასვლა და მერვედფინალში ინგლისის ნაკრების დამარცხება მოახერხეს.