საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ოკეანეთის ტურნეს ფარგლებში ბოლო შეხვედრა ფიჯის წინააღმდეგ გამართა.
ქართველმა მორაგბეებმა ძლიერი მეტოქე დამაჯერებლად 14:3 დაამარცხეს. ლელოს ავტორი ლაშა ხმალაძე გახდა, მერაბ კვირიკაშვილმა კი 3 საჯარიმო გაიტანა. ამ მოგებით ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა ოკეანეთის ტურნეში 3 ტესტ მატჩი გამართა.ქართველებმა ფიჯის დამარცხების გარდა, სამოას ნაკრებთან ფრე 19:19 ითამაშეს, ხოლო, 15 ივნისს ტონგა 23:20 დაამარცხეს.