დღეს, პორტუგალიის ნაკრები, ჯგუფის ბოლო შეხვედრას უნგრეთთან გამართავს. ნაკრების წევრები დაძაბული მატჩის დაწყებამდე ტბასთან სეირნობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი, რონალდუს მიუახლოვდა და ევროპის ჩემპიონატზე მისი თამაშის გამო დაწყებული კრიტიკის შესახებ ფეხბურთელს კითხვა დაუსვა.
ჟურნალისტის კითხვამ რონალდუ იმდენად გააღიზიანა, რომ რეპორტიორს მიკროფონი წაართვა და ტბაში გადაუგდო. ჟურნალისტი კი, დაცვამ ტერიტორიიდან გაიყვანა.