ქართველმა მებრძოლებმა, რომლებიც 2008 წლეს რუსეთ-საქართველოს ომის დროს და სხვა საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში დაშავდნენ, მონაწილეობა მიიღეს ფრენბურთის პრესტიჟულ პარაოლიმპიურ თამაშებში Invictus Games-ში, რომელიც წელს ამერიკაში, ორლანდოში გაიმართა.
Invictus Games-ის ოფიციალური ვებგვერდი, ქართველი სამხედროების ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ისინი პრინც ჰარისთან ერთად იმყოფებიან. როგორც ცნობილია, პრინცმა ჰარიმ ქართველ სამხედროებთან, რომლებიც ფრენბურთის ნაკრებს წარმოადგენდნენ, სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
Invictus Games არის საერთაშორისო პარაოლიმპიური სტილის სპორტული აქტივობა, რომელიც პრინცმა ჰარიმ ჩამოაყალიბა. აღნიშნულ თამაშებში მონაწილეობას იღებენ სამხედრო ოპერაციის დროს დაშავებული სამხედროები და ვეტერანები. Invictus Games-ის სპორტული აქტივობები მოიცავს სპორტის ისეთ სახეობებს, როგორებიცაა: კალათბურთი ეტლით მოსარგებლეებისთვის და ფრენბურთი. აღნიშნულ სპორტულ აქტივობებს სახელი ეწოდა ლათინური სიტყვის Invictus-ის მიხედვით, რაც დაუმარცხებელს ნიშნავს.
Invictus-ის პირველი თამაშები 2014 წელს ლონდონში, დედოფალ ელისაბედის ოლიმპიურ პარკში ჩატარდა.