სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმი საკვებს სხვადასხვანაირად ითვისებს. მაგრამ არსებობს პროდუქტები, რომლებიც განსაკუთრებით სწრაფად და მარტივად აითვისება.
კვერცხი
კვერცხი დიდი რაოდენობით შეიცავს ცილას, ადვილად აითვისება და არანაირ მავნე ნივთიერებას არ შეიცავს. კვერცხის გულის გადაგდება არ ღირს, თუ ამას კონკრეტული რეცეპტი არ ითხოვს.
მაგარი ყველი
მყარი სახეობის ყველი ნაკლებად ცხიმიანია და საკმაოდ ბევრი ცილაა. ფერმენტების წყალობით, ყველი სხვა რძის პროდუქტებზე და ხორცზე უკეთ აითვისება. ამ თვისების გამო ყველის საკვებად გამოყენება ფიზიკური დატვირთვისას რეკომენდირებულია.
ბურღულეული
ხშირად ბურღულეულს საკმარისად არ აფასებენ. ბრინჯი ან თუნდაც ქერი, გარდა იმისა, რომ დაბალკალორიულია, შეიცავს სასარგებლო მცენარეულ ცილას და ბოჭკოვან ნივთირებას, წმენდს საჭმლის მომნელებელ სისტემას და დეტოქსიკაციის უნარით გამოირჩევა.
საქონლის ხორცი და ღვიძლი
საქონლის ხორცი წითელ ხორცს შორის ყველაზე უკეთ აითვისება. ათვისების კოეფიციენტი ხორცის ასაკზე და ხარისხზეა დამოკიდებული. გამორჩეულად სასარგებლოა საქონლის ღვიძლი, რომელიც რკინით და ცილით განსაკუთრებით მდიდარია.
თინუსი და ორაგული
თევზი განსაკუთრებით სასარგებლოა მინერალური ნივთიერებების მაღალი შემცველობის გამო. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს ფოსფორს, კალციუმს, კალიუმს. თინუსსა და ორაგულზე არანაკლებ სასარგებლოა კიბორჩხალა, კრევეტები.
ქათმის ხორცი
ქათმის ხორციც საქონლის მსგავსად ცილის დიდ მარაგს შეიცავს. განსაკუთრებით სასარგებლოა გულმკერდის ნაწილი ვიტამინებისა და მინერალების კომბინაციის გამო.