დღეს გაგიმხელთ გასახდომი სასმელის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ სახლში მოამზადოთ და მიირთვათ. ის კიტრისა და ლიმნისგან კეთდება. ეს სასმელი ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან წმენდს. სხვაგვარად მას „სასის“ წყალს უწოდებენ.
ინგრედიენტები:
1 ცალი კიტრი;
ლიმონი;
ნახევარი სუფრის კოვზი დაფქვილი კოჭას ფესვი;
5-6 ცალი პიტნის ფოთოლი.
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები 10 ჭიქა ცივ წყალში დაალბეთ (დაახლოებით 2 ლიტრი), კიტრი გაფრცქვენით და წვრილ რგოლებად დაჭერით, ლიმონი ცედრასთან ერთად დააქუცმაცეთ. ამის შემდეგ დაუმატეთ კოჭა და პიტნა. ჩაასხით ქილაში და მაცივარში შედგით. კარგი იქნება, თუ ამ სასმელს საღამოს მოამზადებთ, რადგან ღამის განმავლობაში სასარგებლო ნივთიერებები უფრო კარგად გაუჯდება. მიიღეთ დღის განმავლობაში რამდენჯერმე და შედეგს სულ მალე იხილავთ.