ქართული OK! გირჩევთ: მთავარია ვიკვებოთ საუკეთესო ჯანსაღი საკვებით, რასაც აუცილებლად უნდა დავუმატოთ რეგულარული სახალისო ვარჯიშები და ძალიან მოკლე ხანში მზად ვიქნებით კოპაკაბანაზე საკუთარი სხეულის თამამად გამოსაჩენად. ვის არ აქვს სურვილი, რომ ჰქონდეს ისეთი ლამაზი და მკვრივი მუცელი, როგორიც სუპერმოდელ ჟიზელ ბუნდჰენს აქვს. ულამაზესი, ნავარჯიშები ფეხები, რომლითაც მსოფლიოს პოდიუმებს იპყრობს ალესანდრა ამბროსიო და ადრიანა ლიმას მრგვალი, უმშვენიერესი მკერდი, მილიონ მამაკაცს გონებას რომ აკარგვინებს რადგან დღეს სრულიად მსოფლიოს ყურადღება მთლიანად ბრაზილიისკენ იყო მიპყრობილი, OK!-ც იმ მთავარ შესაძლებლობებზე ფოკუსირდება, რომლის გამოყენებითაც გოგონები უმოკლეს დროში მიიღებენ ბრაზილიურ ბიკინი-სტილის ძალიან ლამაზ და სექსუალურ სხეულს.
ამ ზაფხულს მთელი მსოფლიოს ყურადღება ბრაზილიაზე იყო კონცენტრირებული – ფეხბურთში მსოფლიო თასის გათამაშების გამო. თუმცა, არანაკლები ყურადღების ცენტრში გახლდნენ ბრაზილიელი ულამაზესი გოგონები საფეხბურთო მოედნის გარეთ – ისინი ხომ ასეთი მიმზიდველები და სექსუალურები არიან...
და მართლაც, ვის არ აქვს სურვილი, რომ ჰქონდეს ისეთი ლამაზი და მკვრივი მუცელი, როგორიც სუპერმოდელ ჟიზელ ბუნდჰენს აქვს. ულამაზესი, ნავარჯიშები ფეხები, რომლითაც მსოფლიოს პოდიუმებს იპყრობს ალესანდრა ამბროსიო, და ადრიანა ლიმას მრგვალი, უმშვენიერესი მკერდი, მილიონ მამაკაცს გონებას რომ აკარგვინებს?..
პოპულარული ფიტნესექსპერტის რეჯინა ჟოზეფის აზრით, ყველას შეუძლია მიიღოს ბრაზილიური ბიკინისხეული – ამისათვის საჭიროა, მსურველებმა უბრალოდ ბრაზილიური ცხოვრების წესი დაიცვან.
ბრაზილიური ბიკინისხეულის პროგრამის ავტორის აზრით, მთავარია ვიკვებოთ საუკეთესო ჯანსაღი საკვებით, რასაც აუცილებლად უნდა დავუმატოთ რეგულარული სახალისო ვარჯიშები და ძალიან მოკლე ხანში მზად ვიქნებით კოპაკაბანაზე საკუთარი სხეულის თამამად გამოსაჩენად.
ახლა კი გავეცნოთ, როგორ უნდა მივიღოთ სასურველი გარეგნობა და სხეულის დახვეწილი ფორმები ამ პროგრამის მიხედვით.
რას გულისხმობს ბრაზილიური ბიკინისხეულის პროგრამა (BBBP)?
რეჯინა ჟოზეფის დიეტის მთავარი უპირატესობის არსი ატკინსისა და სხვა პოპულარული “რევოლუციური” დიეტებისგან განსხვავებით, ხანგრძლივ ეფექტებზე გათვლაა.
“მხოლოდ ცხოვრების სტილში გარდაქმნილი დიეტური პროგრამები მოგვცემენ გრძელვადიან სარგებელს თქვენი სხეულისათვის, რადგან შოკური დამოკიდებულებები, როგორც წესი, მცირე ხნით მოქმედებს და ძალიან მალე კარგავს ეფექტს.”
“ბრაზილიური ბიკინი – სხეულის ენა, რომელზეც მე გესაუბრებით, მთლიანად შეცვლის თქვენს ვიზუალს და დამოკიდებულებებს გარე სამყაროს მიმართ”
ამ ფანტასტიკური ბესტსელერის ავტორი რეჯინა ჟოზეფი მთელი მსოფლიოს ქალებს აძლევს საშუალებას, იკვებონ გემრიელად, ჯანსაღად და ამავე დროს შეინარჩუნონ ჯანმრთელი და ლამაზი ფიგურა.
“ქალებს თუ მამაკაცებს – აბსოლუტურად ყველას უნდა, ჰქონდეს შესანიშნავი ტანი და ბედნიერი ღიმილი სახეზე. ბრაზილიური ბიკინი – სხეულის ენა, რომელზეც მე გესაუბრებით, მთლიანად შეცვლის თქვენს ვიზუალს და დამოკიდებულებებს გარე სამყაროს მიმართ.“
იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად გავითვალისწინებთ ჟოზეფის რეკომენდაციებს სწორი კვებისა და ვარჯიშის შესახებ, ის გვპირდება, რომ აუცილებლად ვიგრძნობთ ენერგიის მატებას და სხეულის წონის, განსაკუთრებით ცხიმის შემცირებას სულ რაღაც 30 დღეში. თუმცა ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ უმოკლეს ვადაში მიღწეული ეფექტი მალევე გაქრება, პირიქით – რეჯინა ჟოზეფის დიეტის მთავარი უპირატესობის არსი, ატკინსისა და სხვა პოპულარული, “რევოლუციური” დიეტებისგან განსხვავებით, ხანგრძლივ ეფექტებზე გათვლაა.
“ჩემი პროგრამა ითვალისწინებს კვების საკმაოდ რეალურ და ყველასათვის მოქნილ, მარტივ რეჟიმს, შედეგად ამიტომაც ვღებულობთ სხეულის გრძელვადიან ტრანსფორმაციას, რომელიც დროში არ შეიზღუდება და არასდროს დაკარგავს ეფექტს.”
რით განსხვავდება რეჯინა ჟოზეფის პროგრამა სხვა დიეტებისგან?
“გაინტერესებთ, როგორ აკეთებენ ამას ბრაზილიელები? ისინი არაფერს უკრძალავენ საკუთარ თავს, არც სატრენაჟორო დარბაზში ზედმეტი მომაბეზრებელი ვარჯიშისგან იტანჯებიან – ისინი მუდამ სიცოცხლის გასაოცარ სურვილს ასხივებენ და ცხოვრებით ტკბებიან”
რეჯინა გვირჩევს არ შევხედოთ ამ პროგრამას როგორც დიეტას, რადგან ის არც არის დიეტა. უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ მოვიდა სერიოზული და გრძელვადიანი, დადებითი ცვლილებების დრო ჩვენი სხეულისათვის.
“BBBP არ არის დიეტა – ის ცხოვრების წესია, რომელიც სწორ კვებას და ფიტნესს მოიცავს. სცადეთ, დაიწყეთ ჯერ თავად, ამის შემდეგ ამ წამოწყებაში მეუღლე ან პარტნიორი, შვილები, მშობლები და მეგობრები ჩართეთ. გააჯერეთ ეს პროცესი ურთიერთობებით მიღებული პოზიტივით და მაქსიმალურად ისიამოვნეთ. ეს არის ყოვლისმომცველი პროგრამა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ სხეულის, არამედ გონების, განწყობის გაჯანსაღებას და მოიცავს სამ ძირითად მოდულს: ურთიერთობები, კვება და მოძრაობა. ჩემი პროგრამა ეფუძნება ბრაზილიურ საკვებს, კულტურას და რაც უმთავრესია – ბრაზილიურ სტილს.”
რეჯინა განსაკუთრებულად აღნიშნავს კვების ბრაზილიურ მეთოდს, რომელიც გულისხმობს ფაქტობრივად ყველა კერძში ხილისა და ბოსტნეულის გამოყენებას. გარდა კვებითი რჩევებისა, მისი პროფესიული რეკომენდაციები ასევე ითვალისწინებს პილატესისა და ბრაზილიური სახასიათო ცეკვის (საბრძოლო მარშის ხელოვნების ნაწილი) – კაპოერას კომბინირებულ ვარჯიშებს. ჟოზეფის აზრით, ამგვარად ბალანსირებული ფიტნესვარჯიშები ძალიან ეფექტიანად მოქმედებს სხეულის გამკვრივებასა და გალამაზებაზე, და ამავე დროს საკმაოდ სახალისო შესასრულებელია.
ჟოზეფი, როგორც სხვა ნებისმიერ წამოწყებაში, ასევე დიეტის დროს, დადებითი მუხტისა და განწყობის მოზიდვას ურჩევს გახდომისა და გალამაზების მსურველებს.
“გაინტერესებთ, როგორ აკეთებენ ამას ბრაზილიელები? ისინი არაფერს უკრძალავენ საკუთარ თავს, არც სატრენაჟორო დარბაზში ზედმეტი მომაბეზრებელი ვარჯიშისგან იტანჯებიან – ისინი მუდამ სიცოცხლის გასაოცარ სურვილს ასხივებენ და ცხოვრებით ტკბებიან. ბრაზილიელები საკვებს აღიქვამენ, როგორც შესაძლებლობას, შეკმაზონ და გააგემრიელონ თავიანთი გადატვირთული და დაძაბული ცხოვრება. ისინი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევენ ფიზიკურ აქტივობებს, თუნდაც სახალისო, გასართობ ფიზიკურ მოქმედებებს, რომელშიც სხეული მთლიანადაა ჩართული. მაგალითად – ცეკვას.”
არ გაექცეთ თქვენს ნაკლოვანებებს – მიიღეთ ისინი და უბრალოდ, იყავით ბედნიერი
რეჯინა განსაკუთრებულად აღნიშნავს პროგრამის საშუალებით ყოველდღიური გარდაუვალი სტრესებისა და კომპლექსების დაძლევას დადებითი განწყობისა და შინაგანი გახალისების ხარჯზე:
“აუცილებლად უნდა გააცნობიეროთ, რომ ამქვეყნად არავინაა ბოლომდე იდეალური. უნდა მიიღოთ, შეიყვაროთ საკუთარი თავი, სხეული, და დაიჯეროთ, რომ დიახ, თქვენ გამოძერწეთ საკუთარი ლამაზი სხეული ვარჯიშით და სწორი კვებით, ახლა უკვე ნამდვილად მზად ხართ თამამად გახვიდეთ პლაჟზე და თავი მოიწონოთ, რადგან მიმზიდველი და მომხიბლავი ბრძანდებით. ყოველთვის იზრუნეთ თქვენს გარეგნობაზე, მიმზიდველობასა და სიცოცხლით სავსე განწყობაზე, და დაიცავით ისინი ყველანაირი ნეგატიური ზეგავლენისგან, რომლითაც ცხოვრება გამოგიწვევთ.”
“მაშინ, როცა ამერიკელი ქალები შიმშილით იტანჯებიან, ბრაზილიელებს სრულიად არ მიაჩნიათ, რომ ნულოვანი ზომის კაბის მორგება ლამაზი და მისაღებია”
ჟოზეფი გვირჩევს, დავივიწყოთ ყველანაირი აკვიატება სხეულის მინიმალური ზომის შესახებ. “დაინდეთ თქვენი სასწორი. სიგამხდრის იდეაფიქსით შეპყრობილმა დასავლელებმა დროა ისწავლონ თავდაჯერებული ბრაზილიელებისგან თუ როგორ მოიშორონ მტანჯველი აზრები, რომელიც არაფერში სჭირდებათ”, – ამბობს რეჯინა, რომელიც გვარწმუნებს, რომ თვითრწმენა აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობებზე და სამსახურებრივ საქმიანობაზეც კი.
“მაშინ, როცა ამერიკელი ქალები შიმშილით იტანჯებიან, ბრაზილიელებს სრულიად არ მიაჩნიათ, რომ ნულოვანი ზომის კაბის მორგება ლამაზი და მისაღებია. BBBP-ს კრიტიკულ კომპონენტს წარმოადგენს სწორედ იმ ფსიქოლოგიური ფაქტორის ამოხსნა, თუ რა განსაზღვრავს ქალის სექსუალურობას. ქალის ფსიქოლოგიური ძალების, მოტივაციის სწორად მიმართვა უკეთესი გარეგნობისა და სექსუალურობის მისაღწევად, ამ პროგრამის ამოსავალი წერტილია.”
მაშ ასე! – რას მივირთმევთ?
პროგრამის მიხედვით, მარცვლეულის მიღება საკმაოდ შეზღუდულია, რადგან კარბოჰიდრატების იმ ოდენობას, რომელიც ჩვენთვისაა საჭირო, ხილისა და ბოსტნეულის სახით მივიღებთ
არ იღელვოთ, თქვენ არ მოგიწევთ კვირების განმავლობაში ვეგეტარიანული საკვების უმცირესი ულუფების მიღებით თავის გაწამება. მთავარია, პრიორიტეტული გავხადოთ ის ჯანსაღი საკვები, რომელიც ბრაზილიურ სამზარეულოში აქტიურად გამოიყენება. მათ შორისაა ხილის იოგურტები და ახლადგამოწურული წვენები, ბოსტნეულის სალათები, გრილზე მომზადებული ზღვის პროდუქტები და ხორცეული, რომელსაც თხილეულით და პარკოსანი მცენარეების გამოყენებით თამამად გავამდიდრებთ და გავაგემრიელებთ. პროგრამის მიხედვით, მარცვლეულის მიღება საკმაოდ შეზღუდულია, რადგან კარბოჰიდრატების იმ ოდენობას, რომელიც ჩვენთვისაა საჭირო, ხილისა და ბოსტნეულის სახით მივიღებთ. თამამად შევიტანოთ საკვებ რაციონში ქოქოსი, ლაიმი, წითელი პალმის ზეთი, ალუბალი, ყვავილოვანი კომბოსტო, შებოლილი ვირთევზა, გოგრა – პროდუქტები, რომელიც ძალიან სასარგებლოა და ხელს შეუწყობს ჩვენი სხეულის გალამაზებას და ჩამოყალიბებას.
ბრაზილიური სუპერპროდუქტები – რეჯინა ჟოზეფის საიდუმლო, რომელიც სილამაზესა და მომხიბლაობას გვაჩუქებს:
ბრაზილიური სუპერპროდუქტი – კენკრა აკაი (რომელიც სუპერმარკეტებში გაყინული სახით იყიდება, რადგან ზომიერ ტემპერატურაზე ძალიან მალე იჟანგება) წარმოადგენს რეჯინას დიეტის უმთავრეს საბაზისო ელემენტს. დიეტოლოგის აზრით, ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლოა და უპირველესადაა რეკომენდებული, რადგან აკაი გამდიდრებულია ანტიოქსიდებით, დიეტური ბოჭკოვანით და ჯანსაღი ცხიმით.
ასევე, კეშიუ, ბრაზილიური ნიგოზი და ქოქოსი წარმოადგენენ ამ ჯადოსნური დიეტის მენიუს უმნიშვნელოვანეს და აუცილებელ კომპონენტებს. რეჯინა ჟოზეფი იყო ერთ-ერთი პირველი დიეტოლოგი, რომელმაც ფიზიკური ვარჯიშის პარალელურად, მისაღები შაქრიანი სპორტული სასმელები ქოქოსის წყლით ჩაანაცვლა. საუბარია ახალგატეხილი ქორფა მწვანე ქოქოსის ელექტროლიტებით მდიდარ შიგთავსზე, რომლის ძალიან აქტიური მომხმარებელი და მოყვარულია ბრაზილიელი სუპერმოდელი – ულამაზესი ჟიზელ ბუნდჰენი.