15 თებერვალს ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის წარდგენა მოეწყო. ის თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ გვაუწყებს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მე-10 კლასელ მოსწავლეებში სიცოცხლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარების გავრცელება 43%-ია, გოგონათა შორის ის ნაკლებად არის გავრცელებული და მხოლოდ 30%-ია. რაც შეეხება ბიჭებს, მაჩვენებელი 54%-ზე ადის. მოსწავლეების 18%-მა განაცხადა, რომ სიგარეტი მოწია უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში. რეგულარული მწეველია მოსწავლეების 12%. მოსწავლეთა 21%-მა მოწევა პირველად 13 წლის ასაკში სცადა. მოსწავლეთა 4% აღნიშნავს, რომ ყოველდღიური მოწევა 13 წლის ასაკში ან უფრო ადრე დაიწყო. 60 %-მა განაცხადა, რომ სიგარეტის შოვნა საკმაოდ ადვილი ან ძალიან ადვილია.
ამავე თემაზე: საქართველოში ბავშვების 60% თამბაქოს კვამლის მავნე, მეორადი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება