ბრიტანელმა მეცნიერებმა, ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, არასასურველი დასკვნა წარმოადგინეს. მეცნიერებმა თმის უამრავი საღებავის კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ პოპულარული საღებავების უმეტესობა კიბოს იწვევს. გამოკვლეული 100 პაციენტიდან 87-ს სარძევე ჯირკვლების კიბო დაუდგინდა.
კიბოს ინსტიტუტის მეცნიერების თქმით, პოპულარული საღებავები, რომელებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდება, 5000 ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელთა უმეტესობაც კანცეროგენია (ქიმიური ნივთიერება ან ონკოგენური ვირუსი, რომლის ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმზე მოქმედებაც ზრდის ავთვისებიანი სიმსივნეს წარმოქმნის ალბათობას).
მეცნიერები თმის საღებავის მწარმოებელ კომპანიებს მიმართავენ, რათა მათ სასწრაფოდ მოახდინო კიბოს გამომწვევი მომწამვლელი ნივთიერებების ამოღება საღებავიდან და საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოაუწოდებენ.