წითელი კენკრა, როგორც ანტიოქსიდანტი, ჯანჯაფილი – დაბერების საწინააღმდეგო საშუალება, ხილი და ბოსტნეული - ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტები... ქართული OK! წარმოგიდგენთ ბოლოდროინდელ „მწვანე რევოლუციას“ – 100%-ით ნატურალურ, სასწაულებრივ კოქტეილებს, რომლებიც თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზის ერთ-ერთ საუკეთესო წყაროს წარმოადგენენ.
დეტოქსი და ანტიეიჯინგი – იგივე დაბერების საწინააღმდეგო ზომები, ის ტერმინებია, რომლებიც ძალიან აქტუალურია დღევანდელ მსოფლიოში. ამ ორი მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი საუკეთესო გზა ხილის 100%-ით ნატურალურ წვენებამდე მიდის. თუმცა, ხშირად გვავიწყდება, რომ გარდა ხილისა, აუცილებელია მივიღოთ ბოსტნეულის წვენებიც, რომლებიც ასევე პანაცეაა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ცნობილი ტოპმოდელები – ჟიზელ ბუნდჰენი და მირანდა კერი ყოველთვის აღიარებენ, რომ მომხიბვლელობას და ფიგურას საუზმესა და ლანჩზე დიდი ოდენობით მიღებულ ხილისა და ბოსტნეულის წვენებს უმადლიან.
მაშ ასე, ქართული OK! გთავაზობთ შეუერთდეთ ბოლო დროის სუპერპოპულარულ და სასარგებლო კვებით ტენდენციას – პოზიტიური კოქტეილების ბუმს, და გთავაზობთ მათი მომზადების წესებს.
წითელი კოქტეილი
ამ სასმელის მოსამზადებლად, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ანტიოქსიდანტია, საჭიროა მარწყვი, სტაფილო და ვაშლი ერთმანეთში აურიოთ და გამოწუროთ წვენი. 350 მგ-იანი ბოთლის შესავსებად დაგჭირდებათ სულ 4 ვაშლი, 1 სტაფილო და 5 ცალი მარწყვი. სპეციალისტების რეკომენდაციით, სასურველია დღის განმავლობაში აღნიშნული კოქტეილის 750 მგ პორცია 5 რაციონად მიიღოთ.
სტაფილოსფერი კოქტეილი
თუ გნებავთ, გქონდეთ გლუვი და მბზინავი კანი, შეგიძლიათ საშინაო პირობებში მარტივად მოამზადოთ სტაფილოსფერი კოქტეილი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი კანის ბრწყინვალებას. ამისათვის დაგჭირდებათ ატამი, სტაფილო, ვაშლი და ყაბაყი. ეს ჯანსაღი სასმელი კანს მნიშვნელოვნად გამოგიცოცხლებთ, ხოლო ცოტა ჯანჯაფილსაც თუ დაუმატებთ, თქვენს შინაგან გრძნობებსა და განწყობასაც გააღვიძებს და სასიამოვნოდ აამაღლებს. სტაფილოსფერი კოქტეილი მეტაბოლიზმის მოწესრიგებისა და იმუნიტეტის გაძლიერების არაჩვეულებრივი საშუალებაცაა. აიღეთ 2 ცალი სტაფილო, 300 გრ. ყაბაყი, ჯინჯერის პატარა ნაჭერი და ერთი ცალი ვაშლი. გამოწურეთ და მიიღეთ სურვილის შესაბამისი პორციებით დღის განმავლობაში.
მწვანე კოქტეილი (გამწმენდი, დეტოქსი)
750 მგ მწვანე, ორგანიზმის გამწმენდი კოქტეილის მოსამზადებლად საჭიროა კონა ისპანახი, 6 ფურცელი კომბოსტო, 2 ნაჭერი ანანასი და ნახევარი ვაშლი კარგად ათქვიფოთ ერთმანეთში. ამ სასმელს ახასიათებს ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდის თვისება და არაჩვეულებრივად აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. კოქტეილი შეიცავს რკინას და უჯრედების აღდგენის მასტიმულირებელი საშუალებაა.
იმ შემთხვევაში თუ ზემოთ მოყვანილი კოქტეილების მომზადება საშინაო პირობებში გაგიჭირდებათ, ან უბრალოდ დაგეზარებათ, შეგიძლიათ მიმართოთ კაფე „მანდარინს“, რომელიც 100%‑ით ნატურალური წვენებისა და ნარევების მრავალფეროვან ასორტიმენტს შემოგთავაზებთ.