საუკეთესო დრო ყველაფრისთვის! ქრონობიოლოგიის მეცნიერები საზოგადოებას საუკეთესო გზამკვლევს სთავაზობენ. მათ გამოიკვლიეს ადამიანის მენტალური და ფიზიკური მდგომარეობა, გაითვალისწინეს 21-ე საუკუნის საჭიროებები, მოთხოვნები და შესაძლებლობები. რის შემდეგაც საზოგადოებას შესთავაზეს ის დროები, რომლებიც საჭირო საქმის კეთებისთვის საუკეთესოა.
დილა
7:00-დან 9:00 საათამდე - დღის ამ პერიოდში ადამიანის ორგანიზმში ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს მეტაბოლიზმი (ქიმიური პროცესები). ამ საათებში სასურველია მიირთვათ საუზმე, რაც მეტი ენერგიით აგავსებთ და არც თქვენს წონაზე არ აისახება. ეს პერიოდი ასვე საუკეთესოა ვიტამინების მისაღებად.
9:00-დან 10:00 საათამდე - დღის ეს პერიოდი საუკეთესოა სტომატოლოგთან ვიზიტისთვის. დროის ამ მონაკვეთში ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა თქვენთვის ნაკლებად მტკივნეული იქნება. სასურველია თუ ამ პერიოდში კისრის მსუბუქ ვარჯიშებსაც გააკეთებთ.
10:00-დან 12:00 საათამდე - ეს საუკეთესო პერიოდია შემოქმედებითი ადამიანებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ დღის ამ მონაკვეთში ადამიანის გონება კრეატივისკენაა მიმართული, რაც საუკეთესო დროა იმისთვის, რომ დაწეროთ მოთხრობა, ლექსი, დახატოთ ან იფიქროთ საუკეთესო ბიზნეს იდეაზე.
12:00 -დან 14:00 საათამდე - ეს არის საუკეთესო დრო ლანჩისთვის. ამ დროს საჭმლის მომნელებელი სისტემა ყველაზე ეფექტურად მუშაობს, ამიტომ უკეთესია მიიღოთ იმაზე მეტი საკვები ვიდრე საღამოს.
დღის მეორე ნახევარში
14:00-დან 15:00 საათამდე - საუკეთესო პერიოდია სიესტისთვის (ჭამის შემდგომ ცოტახნით ჩათვლიმეთ). სადილის შემდგომ სხეულის ტემპერატურა ეცემა, ამ დროს ტვინი მუშაობს უფრო ნელა. მრავალმა კვლევებმა აჩვენა, რომ დღის ამ მონაკვეთში ყველაზე მეტია ავტოსაგზაო შემთხვევები, რადგან მძღოლებს საჭესთან ეძინებათ. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც დღის ამ მონაკვეთში სიესტა არ აქვთ, მათში გულის შეტევის რისკი უფრო მაღალია.
15:00-დან 17:00 საათამდე - დღის ეს მონაკვეთი საუკეთესოა სპორტულ დარბაზში წასასვლელად. ამ დროს ჩვენი სხეულის ტემპერატურა, ძალა და მოქნილობა ყველაზე მაღალია, ამიტომ სასურველია თუ სპორტულ დარბაზში ვარჯიშით ენერგიას დავცლით და სხეულს ტონუსში მოვიყვანთ.
16:00-დან 18:00 საათამდე - ეს დრო საუკეთესოა მეცადინეობისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები რომლებიც დღის ამ მონაკვეთში ასრულებენ საშინაო დავალებას უფრო მეტად წარმატებულები არიან სკოლებში და უკეთ ხვდებიან არითმეტიკულ ამოცანებს.
18:00-დან 20:00 საათამდე - ჭამეთ, დალიეთ და გაერთეთ! მიუხედავად იმისა, რომ დღის ამ პერიოდში ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა ყველაზე ნელა მუშაობს, მაინც კარგია თუ გემრიელად ივახშმებთ. გაითვალისწინეთ, რომ საკვები იყოს მაქსიმალურად მსუბუქი. თუ დღის ამ მონაკვეთში მეგობრებთან ერთად გართობას გადაწყვეთ, შეგიძლიათ მიირთვათ ჭიქა ღვინო და სპირტიანი სასმელიც - ერთი მნიშვნელოვანი რჩევის გათვალისწინებით! სანამ გასართობათ წახვალთ, ეცადეთ სხეულზე კანის დამატენიანებელი წაისვათ. ალკოჰოლის მიღების შემდგომ, თქვენი სხეული სიმშრალეს განიცდის, ამიტომ აუცილებელია კანი გამოშრობისგან დაცული იყოს.
20:00-დან 22:00 საათამდე - ეს სწორედ ის დროა, როდესაც ადამიანი ყველაზე მეტად განიცდის მარტოობას. ამიტომ დღის ამ მონაკვეთში დაურეკეთ თქვენს საყვარელ მეგობარს და მასთან საუბრით გული იჯერეთ.
22:00-დან 23:00 საათამდე - მოემზადეთ დასაძინებლად! იმისათვის, რომ მშვიდად გვეძინოს, ერთ-ერთი საუკეთეშო საშუალებაა ძილის წინ თბილი აბაზანა მიიღოთ. ეს მეთოდი თქვენს სხეულსა და გონებას დაამშვიდებს.
ღამე
23:00-დან 07:00 საათამდე - ეს ძილის პერიოდია! გახსოვდეთ ჯანმრთელი ადამინისთვის აუცილებელია ღამის განმავლობაში 8 საათი ეძინოს. ამ დროს თქვენი ორგანიზმი მეორე დღისთვის ემზადება. ზედმეტი ძილი თქვენს მომდევნო დღეს კოშმარად აქცევს, დაგეწყებათ თავისა და კისრის ტკივილები და მთელ დღეს გაბრუებული გაატარებთ. ნაკლები ძილი კი, ორგანიზმს დასვენების საშუალებას არ მისცემს და მომდევნო დღის მანძილზე თავს უენერგიოდ იგრძნობთ