ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, Gem-fest 2016 სულ რამდენიმე დღეში, კიდევ ერთხელ მოექცევა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. როგორც ცნობილია, უკვე გაყიდულია ფესტივალზე დასასწრები ბილეთების 95%, რაც იმას ნიშნავს, რომ ანაკლია უპრეცედენტო რაოდენობის დამსვენებელს უმასპინძლებს, რომლებსაც ერთი მთავარი ძალა, მუსიკა აერთიანებთ.
ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს საფესტივალო ტერიტორიის მომზადება, სცენის აწყობა და სხვადასხვა გასართობი სივრცეების მოწესრიგება.
სანამ გეზს ყველაზე ენერგიული მოგზაურობისკენ აიღებთ - აუცილებელია გაითვალისწინოთ, საფესტივალო ჩაცმულობის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები. ყურადღება მიაქციეთ მოკლე შორტებსა და ტოპებს, რაც ანაკლიის ულამაზეს სანაპიროს აუცილებლად მოუხდება. არ დაგავიწყდეთ აქსესუარების წაღება, რომლებიც თქვენს საფესტივალო იმიჯს საუკეთესო ელფერს შესძენს. ყველაზე მარტივად კი, აკრილის საღებავები დაგეხმარებათ, რომლითაც შეძლებთ, სხეულზე სხვადასხვა ტატუები მოიხატოთ, თქვენი ჩაცმულობისა და კანის ფერის გათვალისწინებით. ასე რომ, დროა ჩემოდანი მოამზადოთ და შეიგრძნოთ Gem-fest-ის თავბრუდამხვევი სიამო(ვნება).