ჩვენ ყველას, ბევრჯერ მოგვისმენია, რომ თუ გვსურს, ვიყოთ წარმატებულები და დასახულ მიზანს მარტივად მივაღწიოთ, აუცილებელია უცხო ენის სწავლა, ამისთვის კი, მნიშვნელოვანია ჩვენი დროისა და ენერგიის უმეტესი ნაწილი, დიდი ენთუზიაზმით დავუთმოთ ენის კურსებს, წიგნებსა და მრავალ სხვადასხვა მეთოდს, რაც ჩვენს ცოდნას გააღრმავებს.
იმისათვის, რომ უცხო ენის ცოდნა გაიღრმაოთ, გთავაზობთ 10 ძალიან მხიარულ და ამავდროულად, სწრაფ მეთოდს.
1 - მოუსმინეთ უცხოენოვან რადიოს, იპოვეთ შესაბამისი პოდკასტები (აპლიკაცია) თქვენს სმარტფონში და ჩამოტვირთეთ, მაგალითად, როგორებიცაა: ახალი ამბები, შემეცნებითი ჟურნალები, გასართობი აპლიკაციები და ა.შ. იმისათვის, რომ ენის შესწავლის საწყისი ეტაპი აღმოჩნდეს ეფექტური, გამოიყენეთ ტელევიზორი და უსმინეთ უცხოურ სიახლეებს, შოუებსა და გასართობ გადაცემებს. თუ ხშირად მგზავრობთ ავტომობილით, სიმღერების ნაცვლად უსმინეთ უცხოურენოვან რადიოს, რაც თქვენს ყურს მიაჩვევს უცხოენოვან სიტყვებსა და გამოთქმას.
2 - მოძებნეთ ვიდეოები Youtube-ზე და უსმინეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შეგიძლიათ ერთსა და იმავე ვიდეოს უყუროთ რამდენჯერმე. სცადეთ ვიდეოს ქვემოთ დაწერილი კომენტარების წაკითხვა - მაგრამ ფრთხილად! Youtube-ზე ბევრ უცნაურ კომენტარსაც წააწყდებით.
3 - იმსჯელეთ და იმღერეთ ინგლისურად, ეცადეთ მოუსმინოთ სიმღერებს და იგივე ტექსტის განმეორება სცადოთ სახლში, როდესაც მარტო იქნებით, თუნდაც შხაპის მიღების დროს. ესაუბრეთ საკუთარ თავს ინგლისურად - ეს მეთოდი თქვენს გამოთქმებს რადიკალურად გააუმჯობესებს!
4 - თუ რომელიმე მსახიობის ან მომღერლის გულშემატკივარი ბრძანდებით - Youtube-ზე მოძებნეთ მისი ინტერვიუები და უსმინეთ ყურადღებით. შეგიძლიათ ამ მეთოდს საათზე მეტიც დაუთმოთ - ამ მეთოდით თქვენ თავად მიხვდებით, როგორ უმჯობესდება თქვენი სმენა უცხოენოვანი სიტყვების მიმართ!
5 - შეეცადეთ იყოთ იმ ადამიანების სიახლოვეს, რომლებიც უცხო ენაზე საუბრობენ - თუნდაც ავტობუსში, მეტროში ან პარკში სეირნობისას. შეეცადეთ დაიჭიროთ მათი სიტყვები და სცადოთ გამეორება, შემდეგ კი, მათი მნიშვნელობა ინტერნეტში გაიგოთ.
6 - ყურადღება მიაქციეთ უცხოენოვან ბილბორდებს, ნიშნებს, რეკლამებს, ჟურნალებსა და დაწესებულების სახელებს! შეხედეთ და იფიქრეთ, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს განცხადება? დამიჯერეთ, იგივე სიტყვა სხვაგან აუცილებლად შეგხვდებათ და თქვენ ის უკვე გეცოდინებათ.
7- უსმინეთ თქვენს საყვარელ უცხოურ მუსიკას! ეცადეთ ყურადღებით მოუსმინოთ ყველა სიტყვას და მისი გამეორება თქვენც სცადოთ. ეცადეთ, ნახოთ სიმღერის ტექსტი და იმღეროთ კარაოკე!
8 - უსმინეთ სატელევიზიო შოუებს, ფილმებს, საპნის ოპერებსა და რეალითი შოუებს უცხოურ ენაზე. აღნიშნული მოთოდი დაგეხმარებათ გაიგოთ, რა სიტუაციაში როგორ ისაუბროთ. ეს შეიძლება იყოს მხიარული ეპიზოდი, სევდიანი ან ექსტრემალური. შესაძლოა თქვენ ვერ მიხვდეთ სიტყვების მნიშვნელობას, მაგრამ თქვენი ყური ამ სიტყვებს აუცილებლად დაიმახსოვრებს.
9 – Facebook მეგობრები თქვენი პედაგოგები არიან! ჩაერთეთ სოციალურ ქსელში უცხოენოვან საუბრებში, შეეცადეთ წაიკითხოთ თქვენი მეგობრის უცხოენოვანი „პოსტი“ და მასზე კომენტარის დაწერა. აუცილებლად წაიკითხეთ სხვა კომენტარებიც. ეცადეთ სოციალურ ქსელში დაიმეგობროთ უცხოენოვანი ხალხი, ეს მეთოდი თქვენს თვალს ინგლისურ სიტყვების წერას მიაჩვევს, რაც სამომავლოდ აუცილებლად დაგეხმარებთ. ასევე, შეგიძლიათ სცადოთ მათთან საუბარი, ეს საუკეთესო პრაქტიკაა თქვენი მოტივაციისა და ცოდნის გასაზრდელად.
10 - ნუ გექნებათ არასწორად საუბრის კომპლექსი! შეეცადეთ ისაუბროთ ინგლისურად, თუნდაც შეცდომით, ეს მეთოდი დაგეხმარებათ, საუბრისას უფრო გახსნილი და თამამი იყთ. გახსოვდეთ! შეცდომები გამოსწორებადია, შესაბამისად, თქვენს მიერ წარმოთქმული ყველა არასწორი სიტყვა აუცილებლად გამოსწორდება, თქვენ კი, საუბრის კომპლექსი ერთხელ და სამუდამოდ მოგეხსნებათ.
გისურვებთ წარმატებებს და დასახული მიზნის მიღწევას!