ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებში საკუთარ თავზე საუბარი 30%-დან 40%-მდეა გაზრდილი. საკუთარ თავზე საუბარი დაკავშირებულია ადამიანებში გაზრდილ კარიერულ საქმიანობასთან და შესაძლებლობებთან. ადამიანები, რომლებიც საკუთარ საქმიანობაში წარმატებას აღწევენ, განიცდიან სამ ძირითად სიამოვნებას, ესენია: მრავალფეროვანი საკვების არჩევნის შესაძლებლობა, თავისუფალი სექსუალური ურთიერთობები და ფული, რომელიც შეუძლიათ დახარჯონ ნებისმიერი სურვილის შესასრულებლად.
ალბათ გქონიათ შემთხვევა როდესაც გისაუბრიათ ადამიანთან, რომელიც საკუთარი თავის შესახებ უამრავ ინფორმაციას გაწვდით. ეს ნამდვილად მოსაწყენი და ზოგჯერ მომაბეზრებელია! - თუ ფიქრობთ, რომ თქვენც სწორედ ამ პრობლემის რისკის ქვეშ იმყოფებით - გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომ საკუთარ თავზე საუბარს გადაეჩვიოთ და სასაუბრო დრო სხვებსაც დაუთმოთ.
1 - აკონტროლეთ თქვენი ლექსიკა! - თუ საუბრის დროს შეამჩნევთ, რომ ხშირად ხმარობთ სიტყვებს: მე, ჩემი, ჩემთან, ჩემია და ა.შ. ჩათვალეთ, რომ ეს საუბარი არ არის ჯანსაღი და ის მხოლოდ საკუთარი პერსონის პოპულარიზაციისკენაა მიმართული, რამაც შესაძლოა, თქვენს მსმენელს თქვენთან საუბარი მოაბეზროს.
2 - ყურადღება მიაქციეთ ამბის შინაარსს, რომელსაც ყვებით! - თუ მიხვდებით, რომ თქვენს მიერ ნაამბობი ისტორიების უმეტესობა, მხოლოდ თქვენს თავგადასავლებსა და გმირობებს ეხება, შეწყვიტეთ საუბარი და დიალოგში თქვენი მსმენელის ისტორიებითაც დაინტერესდით, შესაძლოა, მას ამ ამბის მოსმენა თქვენგან საერთოდ არ აინტერესებს, მაგრამ პატივისცემის ნიშნად გისმენდეთ (უყურადღებოდ).
3 - შეწყვიტეთ მსმენელისთვის დაჟინებული მზერით ყურება - მიეცით მას საშუალება გაგრძნობინოთ თუ თქვენთან საუბარი მისთვის დამღლელია. ხშირად მზერა ადამიანების ჰიპნოზირების საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ შესაძლოა, ამ მეთოდის გამოყენებით ეს თქვენი ბოლო საუბარი აღმოჩნდეს კონკრეტულ პიროვნებასთან, რადგან მას თქვენთან დიალოგის სურვილი აღარასოდეს ექნება.
4 - შეინახეთ საინტერესო ინფორმაცია საკუთარ პიროვნებაზე! - შეეცადეთ ადამიანთან საუბრისას არ მოყვეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი თქვენს შესახებ. ამ მეთოდის მოსაუბრეს თქვენს მიმართ ინტერესი გაუორმაგდება და მასთან საუბარს კიდევ ბევრჯერ შეძლებთ.
5 - მოძებნეთ კონსტრუქციული გზა იმისათვის, რომ საკუთარი აზრები და მოსაზრებები მსმენელს მიაწვდინოთ ისე, რომ მათი ნდობა არ დაკარგოთ. ნუ ეცდებით სადისკუსიო საკითხის შესახებ კონკრეტული და მკაცრი ტონით ისაუბროთ. იყავით გულწრფელი და მიეცით მსმენელს საშუალება შეგეკამათოთ, თუ რომელიმე საკითხში არ გეთანხმებათ.
წყარო: www.wikihow.com