ზაფხულის სეზონზე გაუსაძლისი სიცხეები ხშირად ღამითაც არ გვაძლევს კომფორტულად ძილის საშუალებას, მიუხედავად უამრავი გამაგრილებელი საშუალებისა, ხშირად დისკომფორტს განვიცდით და ტკბილი ძილი სანატრელი გვიხდება.
გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და ეფექტურ მეთოდს იმისათვის, რომ ღამით გრილად და კომფორტულად ძილი შევძლოთ.
1 - დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე შეწყვიტეთ ფიზიკური დატვირთვა. როდესაც გადაღლილ მდგომარეობაში იძინებთ, თქვენი სხეულის ტემპერატურა იზრდება, რაც ცხელ ღამეს ძილის საშუალებას არ მოგცემთ.
თუ დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე შეწყვეტთ ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავებას, თქვენი სხეულის ტემპერატურა უფრო ნაკლები იქნება, ამას თუ დაუმატებთ და მთელი დღის მანძილზე მიიღებთ დიდი რაოდენიობით წყალს, ჩათვალეთ, რომ ცხელი ღამის მიუხედავად, თქვენ მაინც მშვიდად და კომფორტულად შეძლებთ დაძინებას.
2 - გირჩევთ დაძინებამდე 20/30 წუთით ადრე, მიიღოთ ცხელი შხაპი ან აბაზანა. (ასევე, შეგიძლიათ, მხოლოდ ხელებსა და ფეხებზე გადაივლოთ ცხელი წყალი. გახსოვდეთ, კიდურები თქვენი სხეულის კონდიცირების ერთგვარ სისტემას წარმოადგენს) ცხელი წყალი დაარეგულირებს თქვენი სხეულის ტემპერატურას და ღამით გრილად და მშვიდად ძილის საშუალებას მოგცემთ.
3 - თუ გაქვთ იმის საშუალება, რომ თქვენი საძინებელი ოთახების მიხედვით შეარჩიოთ, გირჩევთ ეს იყოს ყველაზე დაბალი სართული. შენობის ყველაზე გრილ ადგილს 0/1 სართული წარმოადგენს რაც გაძლევთ იმის გარანტიას, რომ გაუსაძლისი სიცხე ღამით თქვენ ყველაზე ნაკლებად შეგეხებათ.
4 - ჩაანაცვლეთ მძიმე მატერიები, შედარებით მსუბუქი მატერიით. დაივიწყეთ სქელი ლეიბები და დამცავი ხალიჩები, რომლებიც ინარჩუნებენ სითბოს. გამოიყენეთ მსუბუქი თეთრეული, როგორიცაა ბამბა.
გამოიყენეთ ე.წ. Feel Drier-ის თეთრეული, რომელიც სპეციალურად ნანოტექნოლოგიით არის შექმნილი და თქვენს სხეულს ღამით გაგრილებასა და ტემპერატურის დარეგულირებაში ეხმარება. Feel Drier-ი არ აოფლიანებს სხეულს და ღამით კომფორტული ძილის საუკეთესო საშუალებისთვის არის შექმნილი.
5 - ჩადეთ თქვენი თეთრეული და ბალიში პოლიეთილენის პარკში და 30 წუთის განმავლობაში მოათავსეთ საყინულეში, მანამ არ წახვალთ დასაძინებლად. დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოამზადეთ თქვენი საწოლი გაციებული თეთრეულით და ჩწექით. თეტრეული სიგრილეს 20/30 წუთის განმავლობაში შეინარჩუნებს რაც საკმარისი დროა იმისთვის, რომ სიცხის მიუხედავად ტკბილად და კომფორტულად ჩაგეძინოთ.
მოერიდეთ ძილის დროს სხველი წინდების, სველი მაისურის ან შუბლზე გრილი ნაჭრის დადებას, ეს ყველაფერი თქვენს სხეულს ტენიანობას შემატებს რაც ძილის დროს თქვენში, მხოლოდ დისკომფორტს გამოიწვევს.
6 - დაძინებამდე 1 საათით ადრე გახსენით თქვენი საძინებლის ფანჯრები და გაანიავეთ ოთახი, თუმცა ძილის წინ ფანჯრებს ღიას ნუ დატოვებთ. ღიად დატოვებული ფანჯრები ღამით ოთახში ტემპერატურას გაზრდის. დაახლოებით ღამის 3 საათზე გარეთ ტემპარატურა ძალიან დაბალია, თუ ამ დროს ოთახში ფანჯრები ღია გექნებათ კისრის არეში მდებარე კუნთები დაიძაბება რამაც შესაძლოა მეორე დღეს ე.წ. კისრის გაშეშება გამოიწვიოს.
7 - ძილის დროს შეეცადეთ ჩაიცვათ ბამბის თხელი მაისური და საცვალი. ნუ დაიძინებთ შიშველი ან სინთეტიკური მაისურით.
წყარო: www.wikihow.com