წლევანდელი ზაფხული ზღვაზე დასვენების მსურველთათვის, განსაკუთრებით ფერადი და დახვეწილი უნდა იყოს. დიზაინერები, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებსა და ზღვის სანაპიროებს აქტიურ ყურადღებას აქცევენ, ჩაცმის შესაბამის ტრენდს გვთავაზობენ.
თუ ზღვაზე მეგობრებთან ერთად მიდიხართ და დროის გატარებას კლუბებსა და ლაუნჯებში აპირებთ, თუ სანაპიროზე დაგეგმილ აქტივოვებში გსურთ მონაწილეობის მიღება, ან უბრალოდ გინდათ, რომ ყველაზე დახვეწილი და გემოვნებიანი იმიჯი შეიქმნათ, გაითვალისწინეთ დიზაინერების რჩევები და გადახედეთ ქვემოთ მოცემულ ფოტოებს.
სანამ საზღვაო კოსტიუმს შევარჩევთ, გავითვალისწინოთ სანაპიროს მდებარეობა, პლაჟის ხარისხი, ზღვის ფერი და გარემოს მრავალფეროვნება.
მოკლედ, სელფებისა და ფოტოსესიების მოყვარულებს, ამ მხრივ, აქტიური ფიქრი მოგიწევთ და ქვემოთ ნაჩვენები სამოსის დიზაინი თქვენთვის ნამდვილად გასათვალისწინებელი იქნება.