ზაფხულში ტატუები განსაკუთრებულად აქტუალური ხდება. ეს იმიტომ, რომ ცხელ-ცხელ სეზონზე სხეულის მოხატული ნაწილი უფრო კარგად ჩანს და საზაფხულო ტანისამოსთან ერთად კიდევ უფრო ეფექტური ხდება. ტატუს არჩევისას, ხშირად უპირატესობას ამა თუ იმ ფრაზას ანიჭებენ. თუ ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტავთ, სხეულზე რომელი წარწერა "დაიბეჭდოთ", OK! რამდენიმე იდეას შემოგთავაზებთ:
1. ფრანგული "C'est La Vie" თქვენს თითს ნამდვილად დაამშვენებს. თანაც, ფრაზა ისეთია, არასოდეს მოგბეზრდებათ:
2. "Follow Your Heart" მათთვის, ვისაც სტიმული, მოტივაცია და შთაგონება ხელზე ყოველი დახედვისას სჭირდებათ :)
3. "I've Got The World To Go" - მისთვის, ვისაც მოგზაურობა უყვარს და წინ მთელი მსოფლიოს მონახულება ელის:
4. "This Is My Home", რომელიც დედამიწის მოქალაქეობას გულისხმობს, მოგზაურებისთვის "ზედგამოჭრილი" ტატუა:
5. "Love Yourself First" - რჩევა, რომელიც საკუთარ თავს ყოველდღიურად, სიცოცხლის ბოლომდე უნდა შეახსენოთ:
6. "This Too Shall Pass" - იმისათვის, რომ ყოველთვის გახსოვდეთ: "ესეც გაივლის!" :)
7. "I Refuse To Sink" - ფრაზა მებრძოლთათვის:
8. "What's Meant To Be Will Always Find Its Way" - გახსოვდეთ, მოსახდენი ყოველთვის მოხდება!
9. "Life Is What You Make of It" - მათთვის, ვისაც ყოველდღიურად სჭირდება იმის შეხსენება, რომ ცხოვრების თითოეული წამი მხოლოდ და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული.
10. "Enjoy the Little Things" იმიტომ, რომ ბედნიერება სწორედ წვრილმანებშია!
11. "I Choose to Be Happy" - ტატუ მათთვის, ვინც ბედნიერებას განსაკუთრებულად აფასებენ:
12. "Courage" მათთვის, ვისაც გამხნევება ხშირად სჭირდებათ:
13. "To The Sea" - ნამდვილი ქალთევზებისთვის, რომლებიც მზად არიან, ზღვა გადაცურონ: