„შეწყვეტილი ცხოვრება“
მას შემდეგ, რაც სიუზანას ნერვული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, გოგონა ფსიქიატრიულ კლინიკაში ხვდება. მას უამრავი სირთულის გადალახვა უწევს, მაგრამ ბრძოლა ძალიან ძნელია, როდესაც შენ საკუთარ აჩრდილთან გიწევს ცხოვრება. ამ ფილმისთვის ანჯელინა ჯოლიმ ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის „ოსკარი“ მიიღო. მთავარ როლში კი, ვაინონა რაიდერი გვევლინება.

„ჭკვიანი უილ ჰანთინგი“
ფილმში მოთხრობილია 20 წლის ბოსტონელი ვუნდერკინდის ისტორია, რომელიც უსიამოვნო ამბებში ეხვევა. საბოლოოდ, მას დახმარებას მათემატიკის პროფესორი გაუწევს, მაგრამ მას საკუთარი მიზნები ამოძრავებს. ფილმში მთავარ როლებს რობინ უილიამსი და მეთ დეიმონი ასრულებენ.

„შავი გედი“
ფილმი კონკურენციის და მის გამო ნერვული აშლილობის ზღვრამდე მისვლის შესახებ გვიამბობს. მასში ნატალი პორტმანისა და მილა კუნისის ბრწყინვალე დუეტს იხილავთ.

„ბრწყინვალე გონება“
ამ ფილმის მთავარი გმირი მათემატიკოსი ჯონ ნეში რეალური პერსონაა, რომელსაც „ნობელის“ პრემია აქვს მიღებული. მთელი ცხოვრების განმავლობაში მას შიზოფრენია სტანჯავდა. ნეშის როლი რასელ ქროუმ დიდებულად შეასრულა.

„ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“
კენ კიზის ამავე სახელწოდების რომანის ბრწყინვალე ეკრანიზაციაა. ეს ფილმი მართლაც ნამდვილი შედევრია, მოგვითხრობს ადამიანის ისტორიას, რომელიც ვერაფრით ნებდება ცხოვრების უსამართლობას და მთელი გულით და სულით იბრძვის მაშინაც კი, როდესაც მხარს არავინ უბამს. მასში მთავარ როლს ჯეკ ნიკოლსონი ასრულებს.





