დიდი ხნის წინ ფოტოგრაფებმა ირინა შეიკი თავზე ფოლგის უცნაური ქუდით დააფიქსირეს. OK! ცნობილი მოდელების თმის მოვლის სხვადასხვა გზებს გთავაზობთ
ირინა შეიკი - თმის სპა-პროცედურა
ირინამ დაბანილ, ოდნავ ნესტიან თმაზე კონდიციონერი დაიტანა, ფოლგა შემოიხვია და მზეზე გავიდა. ეფექტი იმაშია, რომ სითბოზე თმის ფორები ფართოვდება და კონდიციონერი თმის ღერში ღრმად აღწევს. ეს პროცედურა იდეალური მაშველია ძლიერ დაზიანებული თმისთვის.
ჟიზელ ბიუნდჰენი - თმის დაცვა ხშირი ფრენისას
ჟიზელის რჩევით, აეროპორტში გამგზავრების წინ თმაზე დამატენიანებელი ნიღაბი დაიტანეთ, მყარად დაიწანით და აბრეშუმის თავსაფარი მოირგეთ. ნატურალური აბრეშუმი თმას გამოშრობისგან იცავს, რაც ასე აუცილებელია თვითმფრინავის პირობებში.
ჯიჯი ჰადიდი - თმის შეღებვა წელიწადში მაქსიმუმ ორჯერ
სწორედ ამდენჯერ იკეთებს მოდელის თმის გაღიავებას ბალიაჟის ტექნიკით. დანარჩენ დროს კი ზღვის სანაპიროზე ატარებს, სადაც მზის ზემოქმედებით თმა ხუნდება. რა თქმა უნდა მზის პირდაპირი სხივები თმისთვის სასარგებლო არ არის, ამიტომ ჯიჯი სისტემატურად იყენებს მოვლის პროდუქტებს ღია თმისთვის.
საშა პივოვაროვა - თმის ჯანსაღი ბზინვარება
საშა თმაზე და თავის კანზე ჟობობას ზეთს ისვამს, 2 საათი იჩერებს, რის შემდეგაც თავს საგულდაგულოდ იბანს შამპუნით. ხანდახან ჟობობას ზეთს ჟასმინით ცვლის, თმას კი არაჩვეულებრივი სურნელი აქვთ.
ანია რუბიკი - თმის სწრაფი ზრდისთვის
თმის ზრდის აქტივატორის როლში მოდელი თავის კანზე თხევად პანტენოლს ისვამს. ეს ყველასთვის ცნობილი სააფთიაქო საშუალებაა, რომელიც პროვიტამინ B5-ს შეიცავს. ანია ირწმუნება, რომ პანტენოლი თმის ძირებს ამაგრებს და კანს ქერტისგან იცავს.
სუკი ვოთერჰაუსი - თმის სიგლუვისთვის
სუკი ხშირად ყველაზე მარტივ საშუალებას, გაზირებულ მინერალურ წყალს იყენებს, რომელსაც დაბანვის შემდეგ თავზე ივლებს. შედეგად თმები არ ფუვდება და სიგლუვეს ინარჩუნებს.