ვიქტორია ბექჰემმა მშვენიერი კანის საიდუმლო გაამხილა. გამოცემა The Edit-ს ინტერვიუში გაანდო, რომ უნაკლო კანის საიდუმლო სამზარეულოდან იწყება.
„მე ლოს-ანჯელესში მყავს არაჩვეულებრივი დერმატოლოგი. მისი სახელია ექიმი ჰაროლდ ლანსერი. მისი მომსახურებით წლების განმავლობაში ვსარგებლობ. მე პრობლემური კანი მქონდა და ექიმმა ყოველდღიურად ორაგულის მირთმევა მირჩია"- გააზიარა ექიმის რეკომენდაცია ვიქტორია.
ორაგულის ყოველდღიურად მიღება თითქოს, უცნაურია, მაგრამ თუ ამ საკითხს მეცნიერულად მივუდგებით, ყველაფერს ნათელი ეფინება. ორაგული, ისევე როგორც სხვა ცხიმიანი თევზი, ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავითა და A და C ვიტამინებითაა სავსე. მათ ანთების საწინააღმდეგო და სიგლუვის მიმნიჭებელი ეფექტი აქვთ და ასევე, ძლიერი აკნეს საწინააღმდეგო საშუალებებია.