თმის მკურნალობა სახლის პირობებში
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი ირინა შეიკი გვარწმუნებს, რომ საერთოდ არ არის აუციებელი ძვირად ღირებული სალონები და პოცედურები იმისათვის, რომ თმას სრულფასოვნად მოვუაროთ.
ფოლგის ქუდის მეთოდი, რომელსაც სუპერმოდელი გვთავაზობს, მართლაც გენიალურია: გვიზოგავს უამრავ დროსა და ფულს!
მზეზე გასვლამდე დაბანილ და გამშრალ თმაზე ირინამ დაიდო სამკურნალო ნიღები და თავი ფოლგით შეუფუთა.
ხრიკის მთელი გენიალურობა – თერმოეფექტშია: მზის ზემოქმედებისას თმის ბოლქვები იხსნება და აქტიურ კომპონენტებს საშუალებას აძლევს უფრო ღრმად შეაღწიონ კანში. სხვათა შორის, ამ ეფექტის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფენიც.
რა თქმა უნდა, გვერდიდან შესაძლოა ეს ცოტა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს პროცედურა სიცოცხლეს დაუბრუნებს ყველაზე გაფუჭებულ, გამომშრალ და მტვრევად თმასაც.
ვერ ვუარყოფთ, რომ ირინას თმა მართლაც ბრწყინვალეა!
წყარო: www.marao.ge