ბრენდი Storybook Cosmetics წელს სერიალის კოსმეტიკის კოლექციას გამოშვებას აპირებს. ახალი პროდუქცია ,,სამეფო კარის თამაშების” თემატიკის შესაბამისი იქნება.
როგორც ცნობილია, ჯერჯერობით, ,,სამეფო კარის თამაშების" ოფიციალურ მხარეს პროდუქციის გამოშვება არ დაუდასტურებია.
,,სამეფო კარის თამაშების” კოსმეტიკის კოლექცია 12 ჩრდილისგან შემდგარ პალიტრას (რომელსაც წიგნის ფორმა აქვს), ხმლის ფორმის მაკიაჟის ფუნჯებს, ტუჩსაცხებსა და ცნობილი გვირგვინის ფორმის კომპლექტს შეიცავს.
ბრენდი ასევე, ჰარი პოტერის პროდუქციასაც უშვებს და ამჟამად, ,,ვარსკვლავური ომების” თემატიკაზე შექმნილ კოსმეტიკაზე მუშაობს.
იმ შემთხვევაში, თუ სერიალის ოფიციალურმა მხარემ პროდუქციის გამოშვებაზე თანხმობა განაცხადა, ,,სამეფო კარის თამაშების” კოსმეტიკით მაკიაჟის გაკეთებას 2017 წელს შეძლებთ.