უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო ქართველი ქალების რისხვა დაიმსახურა. ბაიამ ქალბატონებს მიმართა და მოუწოდა გააცნობირონ ის ფაქტი, რომ სრულწლოვანების შემდეგ მათი რჩენის ვალდებულება არავის არ აქვს.
"სრულწლოვანო ქალებო, შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ:
1. არავის დედამიწის ზურგზე არ აქვს თქვენი რჩენის ვალდებულება, არც ქმარს, არც მშობლებს, არც არავის.
2. თქვენ გაქვთ ვალდებულება არჩინოთ თქვენი არასრულწლოვანი შვილები, ბავშვის მამასთან ერთად, ისიც თუ ყავს ბავშვს მამა. თქვენი მშობლები და თქვენი დედამთილ-მამამთილი ვალდებული არ არიან არჩინონ თქვენი შვილები.
დასკვნა: ქალებო, 18 წლიდან ვალდებულები ხართ ირჩინოთ თავი. მადლობა გადაუხადეთ მშობლებს, თუ ისინი 18 წლის მერე მატერიალურად გეხმარებიან, მათ ამის ვალდებულება არ აქვთ. თუ თქვენი ქმარი თანახმაა გარჩინოთ, ძალიან კარგად გახსოვდეთ, რომ ეს მისი კეთილი ნებაა და ნებისმიერ დროს შეუძლია გადაფიქრება.
არავინ არ არის ვალდებული გარჩინოთ თქვენ.
პ.ს. ეს უნდა ისწავლებოდეს ბაღიდან და ყოველ დღე და არა კრეტინობა თეთრრაშიან პრინცზე და ოჯახის სიწმინდეზე.
პ.პ.ს. კაცებზეც იგივეა, უბრალოდ კაცებს არ ატყუებენ ესე მწარედ და მთლად ამხელა ილუზიას არ უჩენენ", - წერს ბაია.