გუშინ ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი - ვენეციის 73-ე კინოფესტივალი დაიწყო. ამ წელს „ოქროს ლომის“ ტიტულისთვის 20 კინონაწარმი იბრძოლებს, მათ შორისაა ანდრეი კონჩალოვსკის „სამოთხე“ და დამიენ შეზელის ახალი ნამუშევარი “La La Land” ემა სტოუნისა და რაიან გოსლინგის მონაწილეობით. ევროპის უძველესი კინოფესტივალის ჟიურის წევრებს შორის კი იქნება სემ მენდესი, ცნობილი ფილმის American Beauty”-ის რეჟისორი.
ვენეციის რიგით 73-ე კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. OK! წარმოგიდგენთ ფოტოებს წითელი ხალიჩიდან: