„დახვეწილი და მამაკაცური“ - სწორედ ასე შეგვიძლია შევაფასოთ დიზაინერების ახალი ნამუშევრები, რომლებსაც მამაკაცებს 2016 წლის შემოდგომაზე სთავაზობენ. კლასიკურ ჭრილში წარმოდგენილი ყოველდღიური სამოსი, რომელიც მამაკაცურ ფორმებს უსვამს ხაზს, წლევანდელი შემოდგომის მთავარი ტრენდია. ასევე, ტრენდულია გრძელი მოსაცმელები და მუქ ფერებში გადაწყვეტილი სადა სამოსი.