ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ბრიტანეთის მოქალაქეები დახვეწილ ტანისამოსს დიდ ყურადღებას აქცევდნენ. როგორც ჩანს, დრო ღირებულებებსა და გემოვნებას ვერაფერს აკლებს.
სამეფო ოჯახი ყოველთვის იყო მოდის განვითარების ინსპირაციის წყარო. იქნებოდა ეს კორსეტიანი კაბები, რომელიც დინასტიების განმავლობაში სამეფო კარის სიმბოლოდ იქცა, თუ თანამედროვე ელეგანტური ჰერცოგინიას – კეიტ მიდლტონის, ყოველდღიური გარდერობი. ბრიტანული კულტურა ყოველთვის მოიაზრებდა მოდას, როგორც ხელოვნებას.
დედოფალ ვიქტორიას დამოკიდებულება შავი ფერის მიმართ გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდა ბრიტანელი ხალხის ცნობიერებაზე. გლოვის ფერის აქტიურად გამოყენება 1900-იანი წლებიდან იღებს დასაბამს.
დღემდე ბევრ მუზეუმსა თუ სხვა კულტურულ ცენტრებში ინახება სულ მცირე ათი ტანისამოსი, რომელიც ამა თუ იმ დროის მნიშვნელოვან მოვლენასთან ასოცირდება.
როდესაც ბრიტანულ მოდაზე ვფიქრობთ, თავში მაშინვე 1960-იანი წლები გვიტრიალებს. მოდის ინდუსტრიაში გამოჩნდა ლეგენდარული ქალბატონი – მერი ქუანთი, საკუთარი ინოვაციური იდეებით. მერი ქუანთის ახლებურმა ხედვამ და თავისუფალმა სტილმა მთელი მსოფლიო მოიცვა. მინიქვედაბოლოები, მარტივი სილუეტები, ფერადი, პასტელური და მუქი ფერები ერთმანეთს ანაცვლებდნენ. ნელ-ნელა ქალაქში აქტიურად შეიმჩნეოდნენ სადად და დახვეწილად ჩაცმული ბრიტანელი ქალბატონები. ექსპერიმენტები, ღია სივრცეები არტისტებისთვის, ახალი სასწავლებლები, არასტანდარტული ფაბრიკები, როგორიც იყო PVC – ამ ყველაფერმა მთლიანად ამოატრიალა ლონდონის მოდა და დაიწყო მისი ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდება.
სტატია უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის აპრილის ნომერში...
ტექსტი: თამთა დალაქიშვილი, ნინო საბაური