გასულ ზაფხულს კირა ნაითლი საიუველირო კოლექციის Chanel Coco Crush-ის სარეკლამო სახე გახდა. ცოტა ხნის წინ კომპანიამ მინი-ფილმი გამოუშვა, რომელიც კირასთან ბლიც-ინტერვიუს სტილშია გადაღებული. ფილმში მსახიობი სიყვარულზე, პირველ სამკაულზე, საყვარელ კერძზე საუბრობს. ხოლო, ყველაზე საყვარელ საჩუქრად, Coco Crush-ის ბეჭდებს ასახელებს.