Balenciaga-მ 2017 წლის საკურორტო კოლექცია ფართო საზოგადოების წინაშე გამოიტანა. ბრენდის დიზაინერმა, დემნა გვასალიამ გასული ზაფხულის ტრენდი - ზოლიანი მატერიები კვლავ შეინარჩუნა და მარტივი და კომფორტული კოლექცია შექმნა. რა თქმა უნდა, დემნას საყვარელი მოცულობითი სამოსისთვის ადგილი ახალ კოლექციაშიც მოიძებნა.