კომპანია Asos-მა შარმადინ რეიდთან ერთად ახალი კაფსულური კოლექცია შექმნა, რომლის ინსპირაციაც პრინცესა დიანა იყო.
შარმადინი ფრჩხილის ლაქების ბრენდის, Wah London დამფუძნებელია. მისი თქმით, კოლექცია პრინცესას უკანასკნელ წლებს ეძღვნება. ის Central Saint Martins-ში სწავლისას დიანას ყოველდღიური სამოსითა და სისადავით აღფრთოვანებული იყო, ამიტომ სამოსის პირველ კოლექციაში მისი სტილის აღდგენა სცადა.
კაფსულური კოლექცია პრინცესას კლასიკური კოსტიუმებისგან შედგება. აქაა ლეგენდარული უმკლავო კაბა ოქროსფერი ღილებით, პიჯაკი და შარვალი წვრილი ზოლებით, მარგალიტები და რა თქმა უნდა შავი ფეხსაცმელი მყარ ქუსლზე.