დიზაინერი რია ქებურია აგრძელებს მარტში წარმოდგენილ კონეცეფციაზე მუშაობას, როდესაც ტრადიციული კოლექციის ნაცვლად პროექტი Spooky Forest წარმოგვიდგინა. პროექტი ათი სხვადასხვა დიზაინერის ნამუშევარს აერთიანებს რიას კურატორობით. ამ სეზონში იდეა Ria Keburia Gallery გაგრძელდა.
წინამორბედის მსგავსად, ახალი კოლექციის ცენტრში კონცეპტუალური ისტორიაა, რომლის გმირები უსქესო ასტრონავტები არიან. ისინი ღია კოსმოსში გასვლაზე ოცნებობენ და მონაწილეობა უწევთ თამაშში Fortune 79, რომელიც მათ მომავალ ცხოვრებას განსაზღვრავს. სულ შვიდი გამარჯვებული შეირჩა და სწორედ ისინი გახდნენ გადაღების გმირები.
უსქესო კოსმონავტების სახეები შექმნეს მარკებმა Ksenia Seraya, Teyo, Aka Nanita, Mintsev Kirill, Nathats და Tamar Areshidze. რიამ ყველა ერთად შეკრიბა და ფინალურ ინსტალაციაში გააერთიანა.