ერთწლიანი დუმილის შემდეგ ვებ-პორტალი Style.com ახალი ფორმატით ამუშავადა და ონლაინ-მაღაზიად იქცა. ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც პლატფორმა თანამშრომლობას აპირებს, კომპანია Vetements-ს დამფუძნებელი, ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა. მან სპეციალურად ონლაინ-მაღაზიისთვის საკუთარი პირველი, 2013 წლის კოლექცია განაახლა. ჯერჯერობით Vetements-ს სამოსის ონლაინ შეძენა მხოლოდ ბრიტანეთშია შესაძლებელი.