Balmain-ის კრეატიული დირექტორი, ოლივიე რუსტენის საგაზაფხულო კოლექცია, პირველიდან უკანასკნელ მოდელამდე, სავსეა სამოსით, რომელსაც მოგვიანებით წითელ ხალიჩაზე ვხედავთ. მან პოდიუმზე სხვადასხვა სილუეტი და მატერია, ასევე მეტალის ბადის იმიტირებული ქსოვილი გამოიტანა, რომელიც მაგნიტივით იზიდავს ვასკვლავებს. კიმ კარდაშიანმაც არ დააგვიანა და დედასა და დასთან ერთად პირველ რიგში დაიკავა ადგილი. მათ გვერდი კიარა ფერანიმ და ელენა პერმინოვამ დაუმშვენეს.
ახალ კოლექციაში მეტალის ფაქტურას გველის ტყავის იმიტირებული პრინტი დაემატა.
მთელი ეს კოლექცია-ფუფუნება პოდიუმზე გამოიტანა „Balmain-ის არმიამ“: ჯიჯი ჰადიდმა, ალესანდრა ამბროსიომ, ნატაშა პოლმა, ჯოან სმოლსმა...