ჟან ლანვინი კოკო შანელს და 20-30-იანი წლების სხვა ქალ დიზაინერებს წინ უსწრებს. ის თავდაპირველად მამაკაცის ტანსაცმელს და სპორტულ სამოსს ქმნიდა. სწორედ ესაა Lanvin-ის სახლის ახალი დიზაინერის, ბუშრა ჯარარისთვის ამოსავალი წერტილი.
მისი საგაზაფხულო კოლექცია თავშეკავებული, თანაბრად ქალური და მამაკაცურია. ამასთან, შავ-თეთრი ტონალობა და ზოლიანი პრინტი ჭარბობს.