თეთრეულის კომპანია Etam-მა დაარსებინა 100 წლის თავი, პარიზის მოდის კვირეულის ბოლო დღეს, ახალი კოლექციით აღნიშნა. ჩვენება ცნობილმა მოდელმა, Victoria Secret-ის ანგელოზმა ანა ბეატრის ბაროსმა გახსნა.
პარიზში დაარსებულ კომპანიას საფრანგეთსა და მის ფარგლებს გარეთ 600-ზე მეტი მაღაზია აქვს. ის ტრენდის ნახე-იყიდეს (Seen now – Buy now) ერთ-ერთი პიონერია.
Etam-ის საიუბილეო ჩვენებაში ქართველმა მოდელმა, ანა შელიამ მიიღო მონაწილეობა. ეს ფაქტი განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენთვის. ანას ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ!