მოცულობითი მხრები ინ სენ ლორანის 1982 წლის კოლექციიდან Saint Laurent-ის მომავალი სეზონის ძირითადი დეტალია. მასალად გამოყენებულია ბევრი ტყავი, ცოტა ხავერდი და დენიმი. შავი ოქროსფერი აქცენტებით წამყვანი ფერია. 80-იანი წლების დომინირება მილანის შემდეგ პარიზულ კოლექციებშიც შეინიშნება.