Salvatore Ferragamo-სა სახლის დიზაინერი ფულვიო რიგონიმ ქალური და სპორტული სტილის გაერთიანება და მაქსიმალურად კომფორტული კოლექციის შექმნა სცადა. გამოუვიდა კიდეც! ყვავილებიანი კაბები, ფართო, მოცულობითი მხრები და ძალიან მოხერხებული ფეხსაცმელი ამაღლებულ ძირზე, როგორიც თავად სალვატორე ფერაგამომ შექმნა ჯუდი გარლანდისთვის 1938 წელს.