Alberta Ferretti-ს საგაზაფხულო კოლექცია მილანის კვირეულზე ერთ-ერთი საუკეთესოა. მოცულობითი, რამდენიმე ფენიანი კაბები, ტყავის ქამარი-კორსეტები და შიფონისა და აბრეშუმის ფრიალა ზედები - ასეთია Alberta Ferretti-ს საგაზაფხულო კოლექცია. საგანგებოდ აღსანიშნავია ულამაზესი ნაქარგით შემკული კაბები.