ბრენდმა Burberry-მ ქალისა და მამაკაცის კოლექციების დაყოფაზე უარი თქვა და ლონდონის მოდის კვირეული კოლექცია ფორმატით ნახე-იყიდე (see now – buy now) წარმოადგინა. ბრენდის დიზაინერის, კრისტოფერ ბეილის ნამუშევრებს ვარსკვლავთა რეკორდული რაოდენობა ადევნებდა თვალს: ფრიდა პინტო, კარა დელევინი, ლილი ჯეიმსი, ოლივია პალერმო...
კოლექციის ინსპირაციად ვირჯინია ვულფის რომანი „ორლანდო“ იქცა. თავად დიზაინერი მას „ოქტომბრის“ კოლექციას უწოდებს. პოდიუმზე ტრადიციული, თავისუფალი სტილის პიჟამოს კოსტიუმები გამოიტანა და სხვადასხვა პრინტისა და სილუეტის მიქსი შექმნა.