მერი კატრანზუს მსგავსად, Tata Naka-მ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისთვის ბერძნული თემა დაამუშავა. ამჯერად, წინა, ძალიან ფერადი კოლექციებისგან განსხვავებით, სამი-ოთხი ძირითადი ფერია შერჩეული. თეთრი, ლურჟი და მოყავისფრო-ჟანგისფერი სამოსი ბერძნული ლარნაკებიდან და კედლის მხატვრობიდან გადმოღებული ადამიანის ფიგურებითა და რვაფეხებითაა მოხატული.
შეგახსენებთ, რომ ბრენდი Tata Naka ქართველი დების, თამარა და ნატაშა სურგულაძეების შექმნილია, რომლებიც წარმატებით საქმიანობენ ლონდონში.