Marc Jacobs შოუ, რომელმაც დახურა ნიუ-იორკის მოდის კვირეული სავსე იყო ვარსკვლავებით: სოფია კოპოლა, დემი ლოვატო, კორტნი ლავი, ქრისთინა რიჩი და ვიპუ გოლდბერგი. თუმცა პრესის ყურადღების ცენტრში მოდელები იყვნენ. ისინი პოდოუმზე ფერადი დრედებით გამოვიდნენ.
ჩვენება მოდელმა კიკი უილემმა გახსნა მოკლე შორტითა და ფეხსაცმლით 18-სანტიმეტრიან პლატფორმაზე. მას მოყვა ცნობილი მოდელების კასკადი: ჯიჯი და ბელა ჰადიდები, კარლი კლოსი, ჯენდალ ჯენერი, ტეილორ ჰილი, ჯორდან დანი ადრიანა ლიმა და ბოლოს, შოი ირინა შეიკმა დახურა.
კოლექციას პრესაში ხმაური მოყვა. დიზაინერი რასიზმში დაადანაშაულეს, რადგან თეთრკანიანი გოგოებისთვის დრედები გამოიყება, თუმცა შოუში შავკანიანი მოდელებიც ყავდა მიწვეული. ბრალდებებზე მარკმა უპასუხა: "ჩემი შთაგონების წყარო ლანა ვაჩოვსკი და Tumblr-ის გოგონები იყვენენ და არა რასტის სტილი". კოლექციაში ჩანს 80-იანების კულტურა და Harajuku-ს სტილის გავლენა.