Oscar de la Renta-ს კოლექცია წარმოუდგენელია გამოსასვლელი კაბების გარეშე, რომლებითაც წითელ ხალიჩაზე ცნობილი ადამიანები ბრწყინავენ. დიზაინერულმა სახლმა გაზაფხული-ზაფხული 2017-ის კოლექცია ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე წარმოადგინა. ძალიან ქალური სამოსი ბოჰემური სტილით და მოგზაურობითაა შთაგონებული.
მაგრამ მთავარი ეს არაა. ამ სეზონის კოლექცია განსაკუთრებულია, რადგან მას არა კონკრეტული დიზაინერი, არამედ Oscar de la Renta-ს სტუდიის ათკაციანი გუნდი ქმნიდა. ეს ფაქტობრივად, ლეგენდარული დიზაინერისადმი მიძღვნილი კოლექციაა, პოდიუმზე ერთმანეთის მიყოლებით დე ლა რენტას ლეგენდად ქცეული ქმნილებების რეტროსპექტივა იყო, დაწყებული საფარის ჟაკეტით, დამთავრებული ეთნიკური პრინტით. Oscar de la Renta-ს სახლის ახალი დიზაინერული წყვილი - ლორა კიმი და ფერნანდო გარსია ახალ კოლექციას თებერვალში წარმოადგენენ, მანამდე კი მაყურებლის როლით კმაყოფილდებიან.