გამჭვირვალე ქსოვილები, ნახევარტონები და რბილი გადასვლები - Delpozo-ს ახალი კოლექცია ნაკლებკონტრასტულია, მაგრამ არაფრით ჩამოუვარდება წინამორბედებს. ყვავილების პრინტი და თეთრი ფერის სიჭარბე გაზაფხულის განწყობას ქმნის.
კოლექციის ძირითად ნაწილს მაღალწელიანი შარვლები და გახამებული პერანგები შეადგენს. მათ ფონზე თვალში გვხვდება უზარმაზარი, ყვავილებიანი საყურეები. ამ ყველაფერს ასრულებს ყვავილებით მოქარგული ზონრიანი ფეხსაცმელი.