ვიქტორიას წარმატება შესაშურია გამოცდილი დიზაინერებისათვისაც კი. მის ყველა ჩვენებაზე ვარსკვლავთცვენაა, კოლექცია კი წამყვანი გამოცემების პირველ გვერდებზეა.
"მე არ ვეძებ იოლ გზებს. დიდი ხანია არ გვიმუშავია ხავერდთან, რადგან მძიმე და ძველმოდური გონიათ. ჩვენ ის გავამსუბუქეთ და ნათელი ფერები გამოვიყენეთ".
თეთრი, პასტელურ-იისფერი, პიტნისფერი და ოქროსფერი ხავერდის გამოყენებით ვიქტორიამ ამ ზამთრის ქსოვილისგან შექმნილი საზაფხულო კოლექცია შემოგვთავაზა, განავითარა კორსეტების თემა და პლისირებით შეამსუბუქა.
დიზაინერს როგორც ყოველთვის პირველი რიგიდან მეუღლე, დევიდ ბექჰემი და 17 წლის ვაჟი ბრუკლინი გულშემატკივრობდნენ.