Pinterest-მა უკვე შეძლო და იქცა საუკეთესო სახელმძღვანელოდ, სასურველი დიზაინის სამოსის შერჩევისთვის. სულ ცოტა ხნის წინ, „პინტერესტზე“ გამოჩნდა საქორწილო კაბა, რომელმაც უმოკლედ დროში 2.5 მილიონი „პინი“ დააგროვა და თითქმის ყველა უცხოური გამოცემის საიტზე მოხვდა.
ეს კაბა ავსტრალიური მოდის სახლს Grace Loves Lace-ს ეკუთვნის, სწორედ მათ Pinterest-ზეგამოჩნდა პირველად გოგონა, რომელიც ამ საქორწილო კაბაში პოზირებდა.